ავტორიზაცია

ვინ იქნება გერმანიის ნაკრების კაპიტანი მთავარ მწვრთნელად ნაგელსმანის დანიშვნის შემდეგ?

ვინ იქნება გერმანიის ნაკრების კაპიტანი მთავარ მწვრთნელად ნაგელსმანის დანიშვნის შემდეგ?
თარიღი 22 სექ 2023, 17:06
გერმანიის ნაკრების ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გუნდის კაპიტნის შეცვლას არ გეგმავს. 

ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, კაპიტნის სამკლაურს ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი შეინარჩუნებს.

„ყველაფერს ისე დავტოვებ როგორც არის. სრული ნდობა მაქვს ილკაის - როგორც ფეხბურთელის, ასევე ადამიანის მიმართ. 

მიმაჩნია, რომ მისთვის კაპიტნის სამკლაურის მიცემის გადაწყვეტილება სწორი იყო. მე მას უკვე ვესაუბრე ამ თემაზე და ყველაფერი ვუთხარი“, - განაცხადა ნაგელსმანმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისის ბოლომდე გააფორმა.