ავტორიზაცია

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - მხითარიანმა შანსები შეაფასა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - მხითარიანმა შანსები შეაფასა
თარიღი 06 ივნ 2023, 11:41
10 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მილანის "ინტერი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ კომენტარი იტალიური გუნდის ნახევარმცველმა ჰენრიკ მხითარიანმა გააკეთა.

"თუ შანსი მომეცემა, ფინალში ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

მანჩესტერ სიტის საოცარი შემადგენლობა ჰყავს, ალბათ ევროპაში საუკეთესო, მაგრა, ჩვენც კარგ ფორმაში ვართ და ბრძოლას ვიხილავთ", - განაცხადა მხითარიანმა.