ავტორიზაცია

ვინ შეცვლის ბენ იედერის? - მონაკო სამ კანდიდატს განიხილავს

ვინ შეცვლის ბენ იედერის? - მონაკო სამ კანდიდატს განიხილავს
თარიღი 26 მაი 2024, 11:55
როგორც საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონმა "მონაკომ" ოფიციალურად გამოაცხადა, გუნდის კაპიტანი ვისამ ბენ იედერი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

L'ÉQUIPE-ის ინფორმაციით, "მონაკო" გამოცდილი ფორვარდის შემცვლელად ამ ეტაპზე სამ ვარიანტს განიხილავს.

ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე გახლავთ, რომლის მიმართ ინტერესის შესახებ აქტიურად იწერება. 

თუ რამდენიმე ავტორიტეტულ გამოცემას დავუჯერებთ "მონეგასკები" მზად არიან მიქაუტაძის ტრანსფერში 15-20 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ქართველი ფორვარდის გარდა არსებობს კიდევ ორი მოთამაშის მიმართ ინტერესი. საუბარია "ჩელსის" ალბანელ თავდამსხმელ არმანდო ბროიას და "ზალცბურგის" ახალგაზრდა ფორვარდის კარიმ კონატეს ვარიანტზე.