ვინ შეცვლის დორივალ ჟუნიორს? — პრიორიტეტული კანდიდატი ცნობილია

UOL Esporte-ს ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებიდან დორივალ ჟუნიორის გათავისუფლება გადაწყვიტა.
ბრაზილიაში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "სელესაომ" არგენტინასთან 1-4 წააგო. მხარეებს უბრალოდ საბოლოო შეხვედრა სჭირდებათ, მერე კი აღნიშნული ინფორმაცია გაოფიციალურდება.
დორივალ ჟუნიორის შემცვლელებად კარლო ანჩელოტი, ფილიპე ლუისი და ჟორჟე ჟეზუსი სახელდებიან. ESPN-ის ცნობით, ამჟამად, პრიორიტეტული კანდიდატია ეს უკანასკნელია.
საინტერესოა, რომ ბრაზილიის ბოლო 2 მწვრთნელი გუნდიდან არგენტინასთან წაგების გამო გაუშვეს - დორივალ ჟუნიორის მსგავსად, ფერნანდო დინისიც "ალბისელესტესთან" დამარცხდა (0-1; 2023 წელი), თანაც, მარაკანაზე.