ვინ შეცვლის რუბენ ამორიმს? — მთავარი კანდიდატების ვინაობა ცნობილია

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რუბენ ამორიმი გაათავისუფლა და მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, აღნიშნულ პოზიციაზე მთავარი კანდიდატი ოლივერ გლასნერია, რომელიც 2024 წლიდან კრისტალ პალასის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს.
გლასნერის გარდა, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო დე ძერბის, ფრანჩესკო ფარიოლის, ანდონი ირაოლას და მარკო სილვას განიხილავს. ვინ ჩაიბარებს მანჩესტერ იუნაიტედს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

