ვინ შეცვლის სიმონე ინძაგის? — მთავარი კანდიდატი ცნობილია

მილანის ინტერის და სიმონე ინძაგის 4 წლიანი ისტორია დასრულდა — იტალიელმა სპეციალისტმა კლუბი დატოვა და კარიერას ალ ჰილალში გააგრძელებს.
ინტერის ხელმძღვანელობა ინძაგის შეცვლაზე უკვე აქტიურად მუშაობს და მათი მთავარი სამიზნე ცნობილია. ნერაძურის კომოს მთავარი მწვრთნელის, სესკ ფაბრეგასის გადაბირება სურს და მასთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
სიმონე ინძაგი ინტერში 2021 წლიდან მუშაობდა და კლუბმა მისი თავკაცობით სამჯერ იტალიის სუპერთასი, ორჯერ იტალიის თასი და ერთხელ სკუდეტო მოიგო.