ვინ შეცვლის სპალეტის იტალიის ნაკრებში?

იტალიის ეროვნულ ნაკრებში მორიგი დიდი რეორგანიზაცია იგეგმება. ლუჩანო სპალეტიმ "სკუადრა აძურა" რამდენიმე საათის წინ დატოვა, ფედერაციაში კი მის შემცვლელს უკვე ეძებენ. როგორც ცნობილია, მის შემცვლელად ორი მთავარი კანდიდატურა განიხილება.
მთავარი სამიზნე კლაუდიო რანიერია! დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. ფედერაციაში ფიქრობენ, რომ გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი ამ მომენტისთვის საუკეთესო არჩევანია იტალიის ნაკრებისთვის.
რაც შეეხება გეგმა B-ს, ფედერაციაში სტეფანო პიოლის კანდიდატურასაც სერიოზულად განიხილავენ. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. შეგახსენებთ, 59 წლის სპეციალისტი ამ დრომდე ალ ნასრის მთავარი მწვრთნელია.
ფედერაციაში სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ — სიაში არიან დანიელე დე როსი, ფაბიო კანავარო და ჯენარო გატუზოც, თუმცა ამ მომენტისთვის მათთან მოლაპარაკებები არ დაწყებულა.