ავტორიზაცია

ვინისიუსი - მალიორკას მცველებს: "არასდროს გექნებათ იმდენი ფული, რამდენიც მე! სხვა სამსახურის მოძებნა მოგიწევთ"

ვინისიუსი - მალიორკას მცველებს: "არასდროს გექნებათ იმდენი ფული, რამდენიც მე! სხვა სამსახურის მოძებნა მოგიწევთ"
თარიღი 06 თებ 2023, 22:42
ცნობილი გახდა ვინისიუს ჯუნიორის და „მალიორკას“ მცველების კონფლიქტის დეტალები გუშინდელ მატჩში.

„მალიორკამ“ მადრიდის „რეალი“ 1:0 დაამარცხა, რომლის გუნდის მცველებიც ვინისიუსს მთელი მატჩის მანძილზე ეუხეშებოდნენ და მისი მწყობრიდან გამოყვანას აქტიურად ცდილობდნენ.

თამაშის დიდი ნაწილის მანძილზე ბრაზილიელს მცველები ანტონიო რაილიო და პაბლო მაფეო მეთვალყურეობდნენ, რომლებიც ვინის წინააღმდეგ ჯერ პირველ ტაიმში ოთხჯერ დაჯარიმდნენ.

El Chiringuito-ს ინფორმაციით, გაღიზიანებულმა ვინისიუსმა თავი ვერ მოთოკა და მათ შემდეგი რამ უთხრა: „როცა კარიერას დაასრულებთ, სხვა სამსახურის მოძებნა მოგიწევთ, იმიტომ რომ არასდროს არ გექნებათ იმდენი ფული, რამდენიც მე.“

თამაშის შემდეგ „მალიორკას“ მცველმა, ხავიერ აგირემ აღნიშნა, რომ მაფეომ მას შეცვლა პირადად იმისთვის სთხოვა, რომ ვინისიუსის მოჩეხვისთვის გულშემატკივრებისგან ოვაციები მიეღო.