ავტორიზაცია

ვინისიუსი შესაძლოა ფეხბურთიდან 2 წლით მოკვეთონ

ვინისიუსი შესაძლოა ფეხბურთიდან 2 წლით მოკვეთონ
თარიღი 23 Apr 2025, 15:34
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუს ჯუნიორი შესაძლოა ფეხბურთს 2 წლით ჩამოაშორონ.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ რეალის ბრაზილიელი შემტევი, კარიერის პარალელურად, ერთბაშად რამდენიმე კლუბის თანამფლობელობაშია.

FIFA მიიჩნევს, რომ ვინისიუსის სხვა კლუბებთან კავშირი ინტერესთა კონფლიქტია და მის დასჯას განიხილავს. თუ ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, ვინი 2-წლიან დისკვალიფიკაციას მიიღებს.

მაგალითად, ბოლოს ვინისიუსი პორტუგალიური ალვერკას მეწილე გახდა. ეს გუნდი პორტუგალიის მესამე ლიგაში გამოდის