ვინისიუსისთვის რასისტული შეურაცხყოფის მიყენების გამო ვალენსიას გულშემატკივრები დააპატიმრეს
ესპანეთის პოლიციამ ვალენსიას 3 გულშემატკივარი ვინისიუსისთვის რასისტული შეურაცხყოფის მიყენების გამო დააპატიმრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს ციხეში 8 თვის გატარება მოუწევთ და სტადიონზე შესვლა 2 წლის განმავლობაში აეკრძალებათ.
შემთხვევა 2023 წლის 21 მაისს მესტალიაზე მოხდა — ვალენსიას გულშემატკივრები ვინისიუსს რასისტულ შეურაცხყოფას მთელი მატჩს განმავლობაში აყენებდნენ.