ავტორიზაცია

ვინისიუსს ინგლისური ვარიანტი გამოუჩნდა? — რა ხდება რეალურად ბრაზილიელის გარშემო

ვინისიუსს ინგლისური ვარიანტი გამოუჩნდა? — რა ხდება რეალურად ბრაზილიელის გარშემო
თარიღი 08 Jan 2026, 13:30
ვინიუს ჟუნიორი მიმდინარე სეზონში კარგად ვერ გამოიყურება, რაც მის სათამაშო დროზე აისახა და ბრაზილიელი ამით უკმაყოფილოა. 

ამ მიზეზით ხშირად იწერება, რომ ვინიუსი რეალიდან წასვლას განიხილავს და კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

ერთი ასეთი ინფორმაცია, პრემიერ ლიგის გუნდ ჩელსიზეც გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ ლონდონური კლუბი €100 მილიონიან შეთავაზებას ამზადებდა ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

ამის შესახებ ტრანსფერების ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა და ეს თემა კიდევ უფრო განავრცო. იტალიელი ჟურნალისტის თქმით, ეს ყველაფერი უბრალოდ ცრუ იმფორმაციაა. მან განაცხადა, რომ გუნდსა და ფეხბურთელს შორის არანაირი მოლაპარაკება და კონტაქტი არ შემდგარა: "ვინისიუს ჟუნიორის და ჩელსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სრულიად უსაფუძვლოა. არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი შეთავაზება. 

ვინი სრულიად რეალ მადრიდზეა კონცენტრირებული, კონტაქტის საკითხი კი კიდევ გადაიხედება," - დაწერა რომანომ X-ში.

რეალ მადრიდი ვინისიუსს აკვირდება, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები სეზონის ბოლომდე შეჩერებულია.