"ვინისიუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია" — ჩაბი ალონსო

ელ კლასიკოში, სადაც რეალმა საკუთარ კედლებში ბარსელონა დაამარცხა, ვინიუსსა და ჩაბი ალონსოს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა.
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვინისიუსი შეცვალა, რის გამოც ბრაზილიელმა შემტევმა უკმაყოფილება გამოთქვა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა.
"ვინისიუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია — მას ვესაუბრე და თავისი ლაპარაკით გულწრფელი და უნაკლო იყო, ამიტომ ეს საკითხი დახურულია და აღარ ვისაუბროთ. საკმაოდ პოზიტიური შეხვედრა იყო. ვინიმ გულით ისაუბრა იმაზე, რასაც ფიქრობს. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ, ერთი მიმართულებით მივდივართ და ეს არ უნდა დაირღვეს" — ჩაბი ალონსო.





