"ვინც ამბობს, რომ ეს გამარჯვება მხოლოდ ფიზიკური მომზადების შედეგია, ძალიან ცდება" — ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, მოქმედი გამარჯვებული, პსჟ ბარსელონას ეტუმრა და მეტოქე 2-1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული გრანდის მთავარა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
"განსაკუთრებით მიხარია ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი თამაში. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მოედანზე — როდესაც ჩვენი კლუბის ემბლემა ამშვენებს მაისურს, მონდომება და ძალისხმევა განხილვას არ ექვემდებარება. ვამაყობ გუნდით, რადგან მათ რთულ მატჩში გამოიჩინეს ხასიათი და შეძლეს თამაშის მართვა" — ლუის ენრიკე.