ვიქტორ ბონიფეისის ტრანსფერი მილანში ჩაიშალა — მიზეზი ცნობილია

მილანი ახალი ცენტრალური თავდამსხმელის დამატებასთან ახლოს იყო, თუმცა, ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
საუბარი ვიქტორ ბონიფეისზე, რომელთანაც ყველა დეტალი შეთანხმებული იყო და 24 წლის ნიგერიელი ფორვარდი მილანშიც კი ჩაფრინდა.
ტრანსფერი კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ ჩაიშალა — როსონერის სამედიცინო შტაბმა ფეხბურთელი დეტალურად შეამოწმა და ფიზიკური მდგომარეობის გამო, ტრანსფერი დაბლოკა.
ვიქტორ ბონიფეისემ მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი იოგები ორჯერ გაიწყვიტა და როგორც ჩანს, სათამაშოდ ბოლომდე მზად არ არის. ფეხბურთელმა იტალია უკვე დატოვა და ლევერკუზენში დაბრუნდა.