ვიქტორ დიოკერეშმა მანჩესტერ იუნაიტედი უარით გაისტუმრა
პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, ლისაბონის სპორტინგის ცენტრფორვარდმა, ვიქტორ დიოკერეშმა მომავალ ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლაზე უარი განაცხადა.
შვედ თავდამსხმელს "წითელი ეშმაკების" პროექტის არ სჯერა და ფიქრობს, რომ ინგლისური გრანდი მის სურვილებს ვერ დააკმაყოფილებს. ვიქტორს მიაჩნია, რომ ერთადერთი პოზიტიური მოვლენა, რაც კლუბში ხდება, რუბენ ამორიმის დანიშვნაა.
26 წლის ფეხბურთელი სპორტინგში, ამორიმის ხელმძღვანელობით შესანიშნავად თამაშობდა, მაგრამ ოლდ ტრაფორდზე გადაბარგება არ სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედი? ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ახლა აქ ვარ და სპორტინგში სიამოვნებას ვიღებ. ამორიმის წასვლა მეწყინა, მაგრამ მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ," - განაცხადა დიოკერეშმა.
შვედმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა. პორტუგალიის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 10 მატჩში 16 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.