ავტორიზაცია

ვიქტორ ოსიმენი ერთი თვით იუქმებს

ვიქტორ ოსიმენი ერთი თვით იუქმებს
თარიღი 29 მაი 2024, 11:05
ნიგერიის ნაკრების პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩებს გამოტოვებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი ტრავმის გამო ოთხი კვირით იუქმებს. 

ამრიგად, ოსიმენი ნიგერიის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩში სამხრეთ აფრიკისა და ბენინის ნაკრებებთან ვერ დაეხმარება.