ავტორიზაცია

ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო გოლს გამოეხმაურა

ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო გოლს გამოეხმაურა
თარიღი 10 Feb 2025, 12:26
საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში, პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მონაკოს უმასპინძლა და მეტოქე მარტივად, 4-1 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი გაიტანა — პარიზული კლუბის ქართველმა შემტევმა მეტოქის კარი 54-ე წუთზე აიღო.

სადებიუტო გოლის აღსანიშნავად, კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ვიქტორ ოსიმენმა დააკომენტარა — "პირველი ბევრიდან."