ვიქტორ ოსიმენისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

ლონდონის "ჩელსი" "ნაპოლის" ნიგერიელი თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენისთვის ბრძოლაში "არსენალზე" წინაა. 
Team Talk-ის ინფორმაციით, "არისტოკრატები" 25 წლის ნიგერიელისთვის ბრძოლაში ფავორიტებად ითვლებიან. 
შეგახსენებთ, რომ ოსიმენის კონტრაქტში გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროს შეადგენს. 
რამდენიმე თვის წინ ოსიმენმა "ნაპოლისთან" ახალ შელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 









