ავტორიზაცია

ვიქტორ ოსიმენს პსჟ-სთან შეთანხმებისთვის არ მიუღწევია

ვიქტორ ოსიმენს პსჟ-სთან შეთანხმებისთვის არ მიუღწევია
თარიღი 11 აპრ 2024, 20:02
"ნაპოლის" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს "პსჟ"-სთან შეთანხმებისთვის არ მიუღწევია. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრის ჰოკინსი სოციალურ ქსელში იტყობინება. 

წყაროს ცნობით, ოსიმენს "პსჟ"-ში გადასვლის ვარიანტი იზიდავს, მაგრამ ლიგა 1-ის გუნდი ზაფხულში გონსალო რამოსთან ან რანდალ კოლო-მუანისთან განშორება არ გეგმავს. 

მიმდინარე სეზონში 25 წლის ნიგერიელმა 26 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.