ვირჯილ ვან დაიკის მომავალი გაირკვა

ლივერპულის კაპიტანი, ვირჯილ ვან დაიკი მერსისაიდულ გრანდთან კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს.
ორივე მხარე კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდა - მხოლოდ, ნიდერლანდელი ფეხბურთელის კონტრაქტზე ხელის მოწერაღა რჩება.
ინგლისური გუნდი ხელშეკრულებას მოჰამედ სალაჰთანაც ახანგრძლივებს.
ვან დაიკი "წითლების" ღირსებას 2018 წლიდან მოყოლებული იცავს. ამ დროის განმავლობაში მან 313 მატჩში 26 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.