ვირცმა გადაწყვეტილება მიიღო — სად სურს კარიერის გაგრძელება გერმანელ შემტევს?

გერმანიის ეროვნული ნაკრების და ლევერკუზენის შემტევის, ფლორიან ვირცს დამატება არაერთ გრანდს სურს და ზაფხულში ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება.
გერმანული BILD-ის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელს ლევერკუზენის დატოვება და კარიერის მადრიდის რეალში გაგრძელება სურს. ვირცის გარშემო შექმნილ სიტუაციას სამეფო კლუბიც აქტიურად აკვირდება და ზაფხულში მისი ტრანსფერის დახურვას შეეცდება.
მიმდინარე სეზონში ფლორიან ვირცმა ლევერკუზენის მაისურით 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლთან ერთად 13 საგოლე გადაცემა გაიფორმა. გერმანელ შემტევს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება და transfermarkt-ზე მისი ღირებულება 140 მილიონი ევროა.