ავტორიზაცია

ვლადიმირ ვაისი: "ჩაკვეტაძე აგენტის და ერთ-ერთი მეგობრის ძლიერი გავლენის ქვეშაა"

ვლადიმირ ვაისი: "ჩაკვეტაძე აგენტის და ერთ-ერთი მეგობრის ძლიერი გავლენის ქვეშაა"
თარიღი 25 ივლ 2023, 18:31
ბრატისლავის "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის აგენტებმა სლოვაკური კლუბის ხელმძღვანელობა მოატყუა. 

"ჩაკვეტაძე აგენტის და ერთ-ერთი მეგობრის (ქართველი აგენტის) ძლიერი გავლენის ქვეშაა, ის იძულებული გახდა, უოტფორდში წასულიყო.

ტრანსფერის შემთხვევაში, ჩვენთვის თანხის ნაწილი უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ გენტი სპეკულირებს, აგენტიც სპეკულირებს, გარკვეულწილად მოგვატყუეს. 

ჩვენ მათ დავეხმარეთ, მათ კი ყველაფერი არ გააკეთეს, რათა დაბრუნებულიყო. 

ყველაზე მეტად შემადგენლობაში ჩაკვეტაძე გვაკლია, ბევრი გოლს არ იტანდა, მაგრამ ნახევარდაცვის და შეტევის დამაკავშირებელი იყო და ბევრ მომენტს ქმნიდა. 

ერთ დროს ჩაკვეტაძისთვის დიდი ევროპული კლუბები იბრძოდნენ. როცა 18-19 წლის იყო, პრაქტიკულად მარტომ მოიგო ერთა ლიგის D-დივიზიონი და საქართველოში მეგავარსკვლავი გახდა. 

მას ჩელსი, ბარსელონა, რომა და დორტმუნდი 
აკვირდებოდნენ. ის ნამდვილად დიდ კლუბში იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯვარედინი ლიგატი დაუზიანდა. “, - თქვა ვაისმა.