ავტორიზაცია

"ვნახოთ, ვის სურს ჩემი მარცხენა ფეხი", - ხამესი ევროპულ ფეხბურთში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის

"ვნახოთ, ვის სურს ჩემი მარცხენა ფეხი", - ხამესი ევროპულ ფეხბურთში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის
თარიღი 11 მაი 2022, 14:58

კოლუმბიელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა დაადასტურა, რომ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება უნდა.

მოგეხსენებათ, "მონაკოს", "რეალის", "ბაიერნისა" და "ევერტონის" ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად ყატარულ "ალ რაიანში" თამაშობს.

"მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, ვნახოთ. იქ წავალ, სადაც დამიზახებენ. ელიტაში დაბრუნების შესაძლებლობა არსებობს".

"ვნახოთ, ვის სურს ჩემი მარცხენა ფეხი", - ციტირებს 30 წლის სამხრეთამერიკელის სიტყვებს Win Sports TV.

ცნობისთვის, ხამესს "ალ რაიანთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.