ვოიცეხ შესნი: 'ვეწევი თუ არა? ეს არავის საქმე არაა'
ბარსელონას ახალწვეულმა, ვოიცეხ შესნიმ Mundo Deportivo-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა:
"მოწევა? ჩემს ცხოვრებაში არის რაღაცები, რასაც არ შევცვლი. ვეწევი თუ არა, ჩემი საქმეა.
მჯერა, რომ მოწევა ჩემზე არ მოქმედებს და ხელს არ მიშლის. საფეხბურთო მოედანზე ორმაგად ვიხარჯები.
ბავშვების თვალწინ არ ვეწევი, რადგან მათზე ცუდი გავლენა არ მოვახდინო.
ზოგჯერ, ვიღაცები ფარულად ფოტოებს მიღებენ, როცა მათ ვერ ვხედავ.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩემს პირად ცხოვრებას შეცვლის, ძალიან ცდება. მსურს, ისე შემაფასონ, როგორც მეკარე და არა იმ რაღაცებით, რომლებიც სხვისი საქმე არაა."
პოლონელი მეკარე თამბაქოს მოხმარებისას ბერვჯერ შეუმჩნევიათ. გავრცელებული ცნობებით, შესნის არსენალიდან გაშვების მიზეზი სწორედ ეს იყო.
გასულ ზაფხულში, იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ, ვოიცეხმა კარიერა დაასრულა, მაგრამ, ცოტა ხნის წინ, ბარსელონას გამო ფეხბურთში დაბრუნდა და კატალონიურ გრანდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.