ვულვერჰემპტონმა ანჟერის მცველის კონტრაქტი შეისყიდა

"ვულვერჰემპტონმა" "ანჟერის" მცველის, რაიან აიტ ნურის ტრანსფერი დაადასტურა.
20 წლის ფრანგმა პრემიერ ლიგის კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2026 წლამდე დარჩება.
2020/21 წლების სეზონში აიტ ნურიმ "ვულვერჰემპტონში" იჯარით იასპარეზა - 24 მატჩი, 1 გოლი და 1 ასისტი.