ვულვერჰემპტონმა ოლიმპიაკოსის გოლკიპერი იყიდა

"ოლიმპიაკოსის" გოლკიპერი, ჟოზე სა "ვულვერჰემპტონში" გადავიდა, იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
როგორც აღინიშნება, 28 წლის პორტუგალიელმა მეკარემ "მგლებთან" 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
სა "ვულვერჰემპტონმა" მისი თანამემამულის, რუი პატრისიოს შემცვლელად დაიმატა, რომელიც აქამდე "რომას" შეუერთდა.
"ოლიმპიაკოსის" აწ უკვე ექს-კიპერმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 19-ჯერ შეინახა.