"წადი ბანანი შეაგროვე", - მალიორკას გულშემატკივრებმა ვინისიუსს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, ვინისიუს ჟუნიორი რასიზმის მსხვერპლად იქცა, წერს გავლენიანი გამოცემა Marca.
ლა ლიგის ეგიდით, "მალიორკასთან" (3:0) 14 მარტს გამართული გასვლითი მატჩის მიმდინარეობისას, 21 წლის ბრაზილიელს ადგილობრივმა გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
"წადი ბანანები დაკრიფე", - სკანდირებდნენ ფერადკანიანი ფეხბურთელის მიმართ ფანები.
აღნიშნულ ფაქტს "მალიორკა" განცხადებით გამოეხმაურა:
"კლუბი მკაცრად გმობს ნებისმიერ რასისტულ დამოკიდებულებას ან დემონსტრაციას, როგორსაც გუშინ ჰქონდა ადგილი ჩვენს სტადიონზე".
ვინისიუსს რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფას პირველად არ აყენებენ, მსგავსი რამ 2021 წლის ოქტომბერში "ბარსელონასთან" "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაშიც მოხდა.