ავტორიზაცია

წიტაიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა - როდის დაბრუნდება გიორგი?

წიტაიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა - როდის დაბრუნდება გიორგი?
თარიღი 12 Mar 2021, 10:42

კიევის "დინამოს" შემტევმა, გიორგი წიტაიშვილმა დაადასტურა, რომ მას ტრავმირებულ ფეხზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

ქართველი ვინგერისთვის ახალი იწყება რეაბილიტაციის პროცესი და ყველაზე კარგ შემთხვევაში მოედანს ის მაისის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

არაა გამორიცხული, უკრაინული გრანდის აღზრდილმა ვერ ითამაშოს ივნისამდეც კი, ყველაფერი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ კლიმენტის შვილმა ფეხი პოლტავის "ვორსკლაში" განათხოვრების წესით თამაშის მომენტში მოიტეხა.

20-წლის გარემარბმა გამოთქვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი, რასაც უკრაინაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.