ავტორიზაცია

ყაზახეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

ყაზახეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
თარიღი 16 თებ 2023, 13:39
ავტორიტეტული გერმანული სააგენტოს Transfermarkt-ის ცნობით, 27 წლის ქართველი ფორვარდი თამაზ მაქაცარია ახალი სეზონიდან ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

წყაროს ცნობით, ქართველი ფორვარდი ახალი სეზონიდან "ყიზილჟარის" მაისურს მოირგებს.

ფეხბურთელმა 2022 წლის ეროვნული ლიგის სეზონის პირველი ნაწილი გორის "დილაში" გაარადა, ხოლო მეორე ნახევარი "გაგრას" შემადგენლობაში გამოდოდა.

"დილას" მაისურით 14 მატჩში 3 გოლი შეაგდო, ხოლო "გაგრას" შემადგენლობაში 15 მატჩში ამდენივე გოლის გატანა შეძლო.

ფეხბურთელი სხვადასხვა დროს: "ცხინვალის", ბათუმის "დინამოს", "რუსთავის", "სამტრედიას", ბოლნისის "სიონის" და "ვიტ-ჯორჯიას" მაისურს ირგებდა.