ავტორიზაცია

ყოფილი აგენტი: ბარსელონამ მითხრა, რომ დემბელე მბაპეზე უკეთესი ფეხბურთელი იყო

ყოფილი აგენტი: ბარსელონამ მითხრა, რომ დემბელე მბაპეზე უკეთესი ფეხბურთელი იყო
თარიღი 04 ივნ 2024, 16:16
გუშინ კილიან მბაპეს მადრიდის რეალში ტრანსფერი გაოფიციალურდა. ფრანგი "ლოს ბლანკოსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.

საინტერესოა, რომ წლების წინ შანსი იყო, მბაპე ბარსელონაში აღმოჩენილიყო, თუმცა, ყოფილი აგენტის, ჟოზეპ მარია მინგელას თქმით, კატალონიურმა კლუბმა მას უსმან დემბელე ამჯობინა.

"მბაპეს მშობლებთან ვისაუბრე, როცა კილიანი 18 წლის იყო. ნეიმარის წასვლის შემდეგ, მათ მითხრეს, რომ ბარსაში გადმოსვლით ბედნიერნი იქნებოდნენ. ეს "ბლაუგრანას" შევატყობინე, მაგრამ პასუხად მივიღე, რომ დემბელე უკეთესი ვარიანტი იყო. ეს სამწუხარო ისტორიაა", - ციტირებს მინგელას სიტყვებს Sport.

ბარსელონამ დემბელეს სანაცვლოდ 2017 წელს 135 მილიონი ევრო გადაიხადა, 2023 წელს პარი სენ-ჟერმენში 50 მილიონ ევროდ გაყიდა.