ავტორიზაცია

ყოფილი ირლანდიელი ფეხბურთელი: "მბაპე მესის ბუცებზე ზონარების შემკვრელადაც არ გამოდგება"

ყოფილი ირლანდიელი ფეხბურთელი: "მბაპე მესის ბუცებზე ზონარების შემკვრელადაც არ გამოდგება"
თარიღი 16 დეკ 2022, 15:32
"ფულჰემის", "ჩელსის" და "ნიუკასლის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ირლანდიური "შელბურნის" მწვრთნელმა, დამიენ დაფმა, კილიან მბაპე და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა.

"ლეო მესი თავის საუკეთესო ფეხბურთს 23, 24, შეიძლება 25 წლის ასაკში აჩვენებდა. მბაპე მალე 24 წლის გახდება, მაგრამ მესის ბუცებზე ზონარების შემკვრელადაც არ გამოდგება.

ფრანგი არგენტინელთან ახლოსაც ვერ მივა. მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ,“ – თქვა 43 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს სწორედ არგენტინის და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.