ავტორიზაცია

ყველა ვარსკვლავი საქმეშია - ურუგვაის განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია

ყველა ვარსკვლავი საქმეშია - ურუგვაის განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია
თარიღი 11 ნოე 2022, 10:44
ურუგვაის ნაკრების განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია.

დიეგო ალონსოს მიერ დასახელებული 26-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (გალათასარაი), სერხიო როჩეტი (ნასიონალი), სებასტიან სოსა (ინდეპენდიენტე)

მცველები: დიეგო გოდინი (ატლეტიკო მინეირო), მარტინ კასერესი (ლოს ანჯელეს გალაქსი), ხოსე ხიმენესი (ატლეტიკო), სებასტიან კოატესი (სპორტინგი), მატიას ვინია (რომა), რონალდ არაუხო (ბარსელონა), გილიერმო ვარელა (ფლამენგო), მატიას ოლივეირა (ნაპოლი), ხოსე როდრიგეს ბებანს (ნასიონალი)

ნახევარმცველები: მატიას ვესინო (ლაციო), როდრიგო ბენტანკური (ტოტენჰემი), ფედე ვალვერდე (რეალი), ჯორჯიან დე არასკაეტა (ფლამენგო), ლუკას ტორეირა (გალათასარაი), ნიკოლას დე ლა კრუსი (რივერ პლეიტი), მანუელ უგარტე (სპორტინგი), ფაკუნდო ტორესი (ორლანდო სიტი), ფაკუნდო პელესტრი (მან იუნაიტედი)

შემტევები: ლუის სუარესი (ახლახანს დატოვა ნასიონალი), ედინსონ კავანი (ვალენსია), დარვინ ნუნიესი (ლივერპული), მაქსი გომესი (ტრაბზონსპორი), აგუსტინ კანობიო (ატლეტიკო პარანაენსე).

ურუგვაის ნაკრები H ჯგუფში განას, სამხრეთ კორეას და პორტუგალიას დაუპირისპირდება.