"ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ", - ლეო მესიმ ახალ გუნდში გადასულ ლუის სუარესს მიმართა
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ყოფილ თანაგუნდელს, ლუის სუარესს მიმართა, რომელიც ურუგვაულ "ნასიონალ მონტევიდეოში" ჩაირიცხა.
"ამ ახალ ეტაპზე ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. ვიცი, როგორი მნიშვნელოვანია შენთვის "ნასიონალში" ყოფნა, სახლში დაბრუნება, ამდენი წლის შემდეგ შენს ქვეყანაში დაბრუნება, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადო, რომლის დაწყებამდეც სულ ცოტა დრო რჩება. ახლა "ნასიონალს" აქედან მივადევნებ თვალყურს".
"როგორც აქამდე გითხარი, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, იცი, რომ ძალიან მიყვარხარ და ვიმედოვნებ, მალე გნახავ", - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Diario Sport-ი.
შეგახსენებთ, მესი და სუარესი ერთად 2014 წლიდან 2020 წლამდე კატალონიის "ბარსელონაში" თამაშობდნენ.