ავტორიზაცია

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის", - პოჩეტინომ ნეიმარის მდგომარეობაზე ისაუბრა

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის", - პოჩეტინომ ნეიმარის მდგომარეობაზე ისაუბრა
თარიღი 26 Feb 2021, 21:42

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ნეიმარის აღდგენითი პროცესები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

"ნეიმარი მკურნალობას აგრძელებს, სამედიცინო შტაბის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. მალე დაბრუნდება, ვარჯიშებზე ბრწყინვალედ მუშაობს", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

მოგეხსენებათ, 29 წლის ბრაზილიელი საფრანგეთის სუპერთასის ეგიდით, "კანთან" (1:0) 10 თებერვალს გამართულ მატჩში დაშავდა.

ნეიმარმა მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.