"ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - პოჩეტინო ბარსელონასთან გასამართ საპასუხო მატჩზე
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ "ბარსელონას" ქამბექზე ისაუბრა, რომელიც ოთხი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დაფიქსირდა.
2016/17 წლების სეზონში პარიზელები კატალონიურ გრანდს ფლეი ოფის პირველ სტადიაზე დაუპირისპირდნენ. პირველ მატჩში "პსჟ"-მ "ბარსელონა" ანგარიშით 4:0 გაანადგურა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
"ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაზე შეუძლებელიც კი. ეს შეიძლება იყოს, როგორც კარგი, ისევე ცუდი. თითეული შეხვედრისთვის ერთნაირად ვემზადებით, დადებითი ემოციებით. ახლა გამარჯვებაზე ვფიქრობთ", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Le Parisien.
"პსჟ" - "ბარსელონა" 10 მარტს, პარიზში გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს. პირველი შეხვედრა პარიზელებმა "კამპ ნოუზე" 4:1 მოიგეს.