"ყველამ კატასტროფულად ვითამაშეთ, ერთის გარდა", - მიულერი 0:5 განადგურების გამო მოიბოდიშა

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა გერმანიის თასის 1/16 ფინალში "გლადბახთან" (0:5) განადგურების გამო გულშემატკივრებს მოუბოდიშა.
"ჩვენი ძრავა ვერ ჩავრთეთ. ისღა დაგვრჩენია, რომ გულშემატკივრების წინაშე ბოდიში მოვიხადოთ", - ციტირებს 32 წლის ფეხბურთელის სიტყვებს მიუნხენელთა ოფიციალური საიტი.
"ნოიერის გარდა, ყველამ კატასტროფულად ცუდად ითამაშა. არასოდეს განმიცდია მსგავსი რამ. რთული მოსანელებელია".
"ეს მარცხი წარსულში უნდა დავტოვოთ, რადგან შაბათს "უნიონს" ვუპირისპირდებით", - დასძინა მიულერმა.