ყველაზე მაღალი ხელფასი გუნდში — რას ითხოვს ვინისიუსი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ?

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას ვინისიუს ჟუნიორთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს და მოლაპარაკებებს აწარმოებს.
The Athletic-ის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს ითხოვს, რაც გუნდში ყველაზე მაღალი იქნება.
ვინისიუსის გარშემო შექმნილ სიტუაციას საუდის არაბეთის კლუბებიც აქტიურად აკვირდებიან, მზად არიან მასთან მოლაპარაკებები დაიწყონ და 200 მილიონიანი ხელფასი შესთავაზონ.