ყველაზე მეტი ქართული გოლი ევროტურნირების ისტორიაში — კვარაცხელია სამეულს მიუახლოვდა

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში, პარი სენ ჟერმენი სპორტინგს ესტუმრა და დაძაბულ მატჩში მინიმალური სხვაობით, 2-1 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში პარიზელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ევროტურნირებზე უკვე 8 გოლი დაუგროვდა.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი, 26 გოლი ევროტურნირებზე შოთა არველაძეს აქვს გატანილი, ხოლო მეორე ადგილს 19 გოლით რამაზ შენგელია იკავებს. სამეულს კი დავით ყიფიანი ხურავს, რომელმაც მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად ევროტურნირზე 8 გოლი ვლადიმერ გუცაევს, ლევან კობიაშვილს და ალექსანდრე ჩივაძეს აქვთ გატანილი.
ყველაზე მეტი ქართული გოლი ევროტურნირების ისტორიაში
შოთა არველაძე — 26
რამაზ შენგელია — 19
დავით ყიფიანი — 10
ხვიჩა კვარაცხელია — 8
ვლადიმერ გუცაევი — 8
ლევან კობიაშვილი — 8
ალექსანდრე ჩივაძე — 8
შოთა არველაძე — 26
რამაზ შენგელია — 19
დავით ყიფიანი — 10
ხვიჩა კვარაცხელია — 8
ვლადიმერ გუცაევი — 8
ლევან კობიაშვილი — 8
ალექსანდრე ჩივაძე — 8

