"ყველაზე რთული მეტოქე? - აქამდე, არნოლდს ვამბობდი, სანამ მას შევხვდებოდი" - კვარაცხელია

რამდენიმე თვის წინ, რიო ფერდინანდთან ინტერვიუში, ხვიჩა კვარაცხელიამ მისთვის ყველაზე რთულ მეტოქედ ლივერპულის ყოფილი და რეალის ამჟამინდელი მცველი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი დაასახელა.
თუმცა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, კვარამ ამ თემაზე აზრი შეიცვალა.
"ყველაზე რთული მეტოქე? - აქამდე, არნოლდს ვამბობდი ხოლმე, სანამ მას შევხვდებოდი. ახლა რის ჯეიმსს ვიტყვი. ის იმდენად მშვიდი და თავდაჯერებულია, რომ არ იცი, რა გააკეთო, როცა მის წინააღმდეგ ხარ", - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეაგხსენებთ, რომ კვარა და ჯეიმსი ერთმანეთს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ, სადაც ჩელსიმ მეტოქე უშანსოდ, 3:0 დაამარცხა.