ავტორიზაცია

"ყველგან შეუძლია თამაში და ამ ქამბექსაც განასახიერებს", - ხავიმ ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოარჩია

"ყველგან შეუძლია თამაში და ამ ქამბექსაც განასახიერებს", - ხავიმ ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოარჩია
თარიღი 24 Sep 2023, 00:46
ხავი ერსნანდესმა „ბარსელონას“ „სელტასთან“ 0:2-დან შემოტრიალებული და მოგებული (3:2) მატჩი შეაფასა.

„დიდებული რემონტადაა. ბოლომდე გვჯეროდა, მამაცურად ვთამაშობდით და საკუთარი შეცდოემბი გავაანალიზეთ.

ეს ქამბექი შესაძლებელი გახდა რწმენით და გამარჯვებისკენ სწრაფვით. როდესაც საუკეთესოდ ვერ თამაშობ, ასეთი უპირატესობები უნდა გამოიყენო.

უფრო და უფრო მეტად ვრისკავდით, ორი ცენტრალური მცველით დავრჩით, დანარჩენები შემტევები იყვნენ. გარისკვა მოგვიწია და ამან გაამართლა.

გავის შეუძლია ყველგან ითამაშოს, სადაც საჭიროა. თუ უნდა ავირჩიო ფეხბურთელი, რომელიც ამ რემონტადას განასახიერებს, მაშინ ეს არის გავი. მაგრამ, გამარჯვება მთელმა გუნდმა მოიპოვა, პირველი გოლი შესანიშნავი იყო. ჩვეულებრივ სიტუაციაში, „ბარსელონა“ ამ მატჩს ვერ შემოატრიალებდა.

დღეს ყველაფერი გამოვიდა, მაგრამ უკეთ უნდა ვითამაშოთ. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო პერფომანსი.“, - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.