ავტორიზაცია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მილანს სამი ფეხბურთელი დატოვებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მილანს სამი ფეხბურთელი დატოვებს
თარიღი 27 Aug 2025, 13:04
2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და მილანი ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში როსონერის სამი ფეხბურთელი დატოვებს — იუნუს მუსა, სამუელ ჩუკვუეზე და ალექს ხიმენესი.

მუსას ტრანსფერზე ატალანტა აქტიურობს, ჩუკვუეზეს დამატებასთან ფულჰემია ახლოს, ხოლო ხიმენესი გადაბირება რომას სურს. სამივე ფეხბურთელის ტრანსფერის ალბათობა მაღალია.