"ზაფხულში, ძალიან ბევრს ვფიქრობდი კლუბი დამეტოვებინა თუ არა" | რაფინია

ბარსელონას ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რაფინიამ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"როდესაც წინა სეზონი დასრულდა, მე ემოციურად მძიმედ ვიყავი. ფლიკმა დამირეკა და მითხრა, რომ დავმშვიდებულიყავი, ასევე მითხრა, რომ ჩემი იმედი ჰქონდა და ვარჯიშზე მელოდებოდა.
ზაფხულში, ძალიან ბევრს ვფიქრობდი კლუბი დამეტოვებინა თუ არა, რადგან ეს გადაწყვეტილება ჩემს მთელ ცხოვრებას შეცვლიდა. ჩემთვის, ჩემი მენტალური ჯანმრთელობა სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ასე რომ მე წასვლაზე ვფიქრობდი.
ერთ დღეს, მეუღლეს ამასთან დაკავშირებით სერიოზულად ველაპარაკე, ნეიმარსაც კი დავურეკე...
მე მჯეროდა, რომ შესანიშნავი პოტენციალი მქონდა, ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ თუ მწვრთნელი სამართლიანი იყო, მის ნდობას ერთ კვირაში მოვიპოვებდი.
ჩემთვის, ფლიკი არის ადამიანი, რომელსაც ადარდებს ფეხბურთელები, არა მხოლოდ ისინი, რომლებიც თამაშობენ, არამედ ისინიც, რომლებიც არ თამაშობენ," - რაფინია.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონას ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავს, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 52 მატჩში, 31 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა.