ზაფხულში ეკიტიკე აინტრახტს დატოვებს

მიმდინარე ბუნდესლიგის გათამაშებაში უგო ეტიკიტეს გამორჩეულის სეზონი აქვს. ფრანგი ფორვარდი აინტრახტის ლიდერია და “არწივებთან„ ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. 22 წლის ფორვარდის ანგარიშზე 24 შეხვედრაში 13 გატანილი გოლია. დიდი შანსია, რომ ეს სეზონი მისთვის ბოლო გამოდგეს გერმანულ გუნდში, რადგან მის მიმართ დიდი კლუბები იჩენენ ინტერესს.
არსენალი შედის იმ გუნდების რიცხვში, ვისაც სურთ ფეხბურთელის გადაბირება. ინგლისელებს სერიოზული პრობლემა აქვთ თავდასხმაში და ეკიტიკე ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ არა პრიორიტეტული, არტეტას გუნდის მთავარი სამიზნეები ალექსანდრ ისაკი და ბენჟამინ შეშკო არიან, თუ არსენალი შვედს და სლოვენიელს ვერ გადმოიბირებს მაშინ აქცენტს ფრანგ ფორვარდზე გადაიტანს.
ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონია, არსენალი ეცდება, რომ შედარებით დაბალ ფასად შეიძინოს აინტრახტის ფორვარდი. უგო ეკიტიკეს დიდ გუნდში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. აინტრახტამდე ფრანგი პსჟეს ღირსებას იცავდა.