ზაფხულში ვან დაიკის უფასოდ დამატებას ორი გრანდი შეეცდება

ლივერპულის ცენტრალურ მცველს, ვირჯილ ვან დაიკს კონტრაქტი სეზონის ბოლო ეწურება და დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.
33 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერზე რეალი და ბაიერნი აქტიურად მუშაობენ და მზად არიან მას კონტრაქტი შესთავაზონ.
შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დაიკი ლივერპულში 2017 წლიდან ირიცხება და 306 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული.