ავტორიზაცია

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბარსელონას ერთი ახალწვეული ეყოლება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბარსელონას ერთი ახალწვეული ეყოლება
თარიღი 23 Nov 2023, 23:28
ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდი ვიტორ როკე იანვარში „ბარსელონას“ ერთადერთი ახალწვეული იქნება.

კატალონიურ კლუბს ამ დრომდე ფეხბურთელის ლა ლიგაში რეგისტრაციის საშუალება არ ჰქონდა, რის გამოც როკეს 2024 წლის ზაფხულში გადმოყვანას განიხილავდა.

თუმცა, გავის ტრავმამ და სეზონის ნაადრევმა დასრულებამ „ბარსას“ სიტუაცია გაუმარტივა და როკეს დარეგისტრირების საშუალება მისცა.

Libero-ს ინფორმაციით, უდიდესი ალბათობით, როკე ამ ზამთარს „ბარსელონას“ ერთადერთი ახალწვეული იქნება.

„ბარსას“ ვიტორის ტრანსფერი ოფიციალურად უკვე დადასტურებული აქვს, თუმცა ამ დრომდე 18 წლის შემტევი „ატლეტიკო პარანაენსეში“ ასპარეზობს.