ავტორიზაცია

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
თარიღი 26 მაი 2024, 15:06
პოლონეთის ქალაქ პოზნანში კანოესა და კაიაკში მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

ტურნირზე ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 41,92 წამში დაფარა. ამ მაჩვენებლით ზაზა მეორე იყო და შესაბამისად, ვერცხლის მედალს დაეუფლა.