ავტორიზაცია

ზედიზედ მე-13 გამარჯვება პრემიერ ლიგაში - მანჩესტერ სიტიმ ამჯერად არსენალს მოუგო [VIDEO]

ზედიზედ მე-13 გამარჯვება პრემიერ ლიგაში - მანჩესტერ სიტიმ ამჯერად არსენალს მოუგო [VIDEO]
თარიღი 21 თებ 2021, 22:41
ინგლისის ჩემპიონატის 25-ე ტურის ეგიდით, ლონდონის "არსენალმა" შინაურ კედლებში "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე "სიტის" თავდამსხმელმა, რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა და პეპ გვარდიოლას გუნდს სამი ქულა მოუტანა.

საინტერესოა, რომ მანჩესტერელებმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგეს და უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებენ.

სატურნირო ცხრილში "სიტი" 59 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მეორე ადგილზე "ლესტერია", რომლის აქტივშიც 49 ქულაა, ხოლო "არსენალი" 34 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა