ავტორიზაცია

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება — მანჩესტერ იუნაიტედმა ფულემი დაამარცხა

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება — მანჩესტერ იუნაიტედმა ფულემი დაამარცხა
თარიღი 02 Feb 2026, 00:53
პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ერთ-ერთი დაპირისპირება ოლდ ტრაფორდზე, მანჩესტერ იუნაიტედსა და ფულემს შორის გაიმართა, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, 3-2.

მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული თამაში იხილა. იუნაიტედი შეხვედრას 56'-წუთამდე ორ ბურთიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა ფულემმა შეძლო და წონასწორობა შეხვედრის 90'+1 წუთზე აღადგინა, ამის შემდეგ მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ არა 90'+4 წუთზე ბენჟამინ შეშკოს გამარჯვების მომტანი გოლი, რითაც "წითელმა ეშმაკებმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.

მანჩესტერ იუნაიტედი ამ გამარჯვების შემდეგ 41 ქულით მე-4 პოზიციაზე დაბრუნდა. რაც შეეხება ფულემს, მარკო სილვას გუნდი 34 ქულით, მე-9 პოზიციამდე დაქვეითდა.

გოლების ავტორები: 1-0 კაზემირო 19', 2-0 მატეუს კუნია 56', 2-1 რაულ ხიმენესი (პენ.) 85', 2-2 კევინი 90+1', 3-2 ბენჟამინ შეშკო 90+4'.