ავტორიზაცია

ზედიზედ მეორე მარცხი — რეალ მადრიდი უმნიშვნელოვანეს ქულებს კარგავს

ზედიზედ მეორე მარცხი — რეალ მადრიდი უმნიშვნელოვანეს ქულებს კარგავს
თარიღი 03 Mar 2026, 02:34
ლა ლიგის 26-ე ტური რეალ მადრიდსა და ხეტაფეს შორის დაპირისპირებით დასრულდა, რომელშიც მადრიდელები მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.

რეალი კვლავ კარგავს უმნიშვნელოვანეს ქულებს. მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბს" მრავალი რეალური საგოლე მომენტი შეექმენა, გუნდმა ვერც ერთი ვერ გამოიყენა და სანტიაგო ბერნაბეუზე დამარცხდა. ასევე, არ დავუკარგოთ ბრწყინვალე პერფომანსი ხეტაფეს დაცვასა და მეკარეს, რომელმაც 7 სეივი გააკეთა დღევანდელ შეხვედრაში. 

ამ შეხვედრის შემდეგ მადრიდელები, კატალონიელებს 4 ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარსელონას ჩემპიონობის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.

გოლის ავტორი: 0-1 მარტინ სატრიანო 39'.