ზედიზედ მეორე უგოლო ფრე მუნდიალზე - საფრანგეთის იმედად დავრჩით

მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მე-2 შეხვედრა დასრულდა უგოლო ფრედ.
თბილისის დროით 20:00 საათზე ერთმანეთს მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო, რომელმაც 58-ე წუთზე პენალტი შეასრულა, თუმცა გილერმო ოჩოას ვერ აჯობა და მექსიკელმა თავის გუნდს ქულა შეუნარჩუნა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუნდიალზე დანია - ტუნისის შემდეგ მეორე მატჩიც ფრედ 0:0 დასრულდა, შემდეგი შეხვედრა კი 23:00 საათზე, საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებების მონაწილეობით დაიწყება.